თეგი: მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს

"შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა. როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა  

მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.   ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია. „ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.   

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ძალიან გამხდარია, ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია

გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა. „ამასწინათაც გამოვაცხადე და ახლაც უნდა ვთქვა - ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს", - განაცხადა მან. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს - სააკაშვილი „როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი. შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად  

ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში - მეუფე ნიკოლოზი

ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე და წამოვედი. ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთი გამხდარია, ხელზე ღრმული აქვს. იწვა და ვერც მელაპარაკა ან რაზე უნდა გველაპარაკა. ფიზიკურად კომუნიკაციაც ძალიან უჭირს, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, ასე ცუდად არ ვყოფილვარო და კიდევ, მუცლის შიდა არეში ტკივილები დაწყებული აქვს. ე.ი. სიკვდილის პირას არის, ნამდვილად. ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და რაც არ უნდა მოხდეს არც ვიტყვი. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი გამოტანილი არ აქვს, სასწრაფოდ უცხოეთშია გასაშვები“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. „განსაკუთრებით, რაც „ვივამედში“ გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე ნაკლები და ნაკლები ადამიანი მხვდება. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მეუფე ნიკოლოზი: ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში.“ „არ გამოვრიცხავ, ესეც რაღაც სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი მედვედევის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით.  „მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში. მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით ამ დასკვნებს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სარწმუნო არ არის. ეს ჩვენთან მხოლოდ ინფორმაციულად აღწევს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოისმინეთ, მე არ მომისმენია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ და ასეთი არის რუსეთის სახელმწიფო, ჩვენ მათთან უკვე დიდი ხანია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი, საომარი ვითარება გვაქვს ამ ქვეყანასთან, უბრალოდ მშვიდობიანი პერიოდია, ვითომ და მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაცა სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ამ ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ. არ გამოვრიცხავ, ომია და ესეც ერთგვარი საომარი მოქმედებაა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას, ესეც, ალბათ, იგივე იქნება. მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მე მათ არანაირ განცხადებას არ ვენდობი. საერთოდ არ ვენდობი არავითარ განცხადებებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ვართ ომის ვითარებაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა IPN-ის ცნობით. ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი „ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.“